პოლონეთში მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ მიშა, ყველაფერზე მზად არიან – გიული ალასანია

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს მას მისი შვილის ნახვის ნებართვა მისცეს.

„გუშინვე ვიცოდით, რომ ნიკოლოზ ყიფშიძესაც და მეც შეგვიშვებდნენ. არ ვიცი ვისთან მივიდა იგი, მაგრამ ფაქტია, რომ ნებართვა ორივეს გვაქვს”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მან ასევე, პოლონეთის საელჩოში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის საქართველოდან წასაყვანად მზად არიან.

„მზად არიან, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი გამოგზავნონ, ჩასვან და წაიყვანონ. ყველაფერზე მზად არიან, გამოცდილებაც აქვთ ასეთი ავადმყოფების მკურნალობის”, – აღნიშნა ალასანიამ.