რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს

რუსთავში კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ბათუმის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებლის სახლის სახურავზე მაცხოვრებელი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა სადაც კაცის ცხედარი ნახა.

მოგვიანებით გაირკვა რომ 60 წლამდე კაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.

სხვა დამატებითი დეტალები და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.