დაინტერესებული ვართ, რომ სამხრეთ კავკასია იქცეს მშვიდობისა და კეთილდღეობის ზონად – ლავროვი

რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და აღორძინების ზონად გადაიქცეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან შეხვედრისას ისაუბრა.

,,ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ სამხრეთ კავკასია იქცეს მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ზონად. ვმუშაობთ საკითხებზე, რომლებმაც უნდა შექმნან პრობლემების გადაჭრის წინაპირობა”, – თქვა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი დუშანბეში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გამართა.