სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული კაცის ცხედარი იპოვეს

სამტრედიაში, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი დილით მდინარე გუბისწყალში ნახეს.

60 წლის კაცი 8 მაისს, საქონლის სამწყესად წავიდა, საღამოს კი შინ აღარ დაბრუნდა, რის შემდეგადაც მისი სამძებრო ღონისძიებები დაიწყო.

ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.