,,ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი, განგრძობადად” – თეა წულუკიანი

,,ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი, განგრძობადად” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ,,ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ,,ქართული ოცნება” მოდიოდა ხელისუფლებაში ქალი პოლიტიკოსი ფეხქვეშ იყო გათელილი.

,,გავიხსენებ ალბათ, ვინაიდან ხელისუფლებაში დიდხანს შემოვრჩი, განგრძობადად, იმ დროს, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ქვეყნის სათავეში. ეს იყო დრო, როდესაც ქალი პოლიტიკოსის ღირსება და როგორც ასეთი ქალი პოლიტიკოსი იყო ფეხქვეშ გათელილი. ფეხქვეშ გათელილი სააკაშვილის ბინძური პოლიტიკის წყალობით და რეალურად, ქალ პოლიტიკოსს არავინ აღიქვამდა სერიოზულად. ის იყო მხოლოდ ქილიკისა და დაცინვის საგანი.” – აღნიშნავს წულუკიანი.