სააკაშვილი გადაყვანილია კლინიკაში, ასე ჩათვალა საჭიროდ შესაბამისმა სამსახურმა, როცა საჭიროდ ჩათვლიან, რომ უნდა დაბრუნდეს რუსთავის დაწესებულებაში, მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას – კახა კალაძე

,,სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილითან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, თუ პენიტენციური სამსახური საჭიროდ ჩათვლის სააკაშვილის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, გადაიყვანენ.

,,სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, მას 6 წელი აქვს მისჯილი და აუცილებლად მოუწევს მოხდა. სხვა საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს. თუ გადაყვანილია კლინიკაში და ასე ჩათვალა საჭიროდ შესაბამისმა სამსახურმა, რა თქმა უნდა, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან, რომ უნდა დაბრუნდეს რუსთავის დაწესებულებაში, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”,- აღნიშნავს კალაძე.