პუტინს ეგონა, რომ უკრაინას გაანადგურებდა, ხოლო ნატოს დაშლიდა, მაგრამ სანაცვლოდ ძლიერი უკრაინა და უფრო ერთიანი ნატო მიიღო – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინა გადარჩება და გაიმარჯვებს.

როგორც ბლინკენი ტვიტერზე წერს, ახალმა გამოწვევამ ნატო უპრეცედენტო გზით გააერთიანა.

„ჩვენ ვიცით, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინა გადარჩება. ასევე ვიცით, რომ უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ ვიცავთ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც არის მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველი მთელ მსოფლიოში“, – აცხადებს ბლინკენი.

მისივე თქმით, პუტინმა დაიწყო ომი და მიიჩნევდა, რომ უკრაინას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს გაანადგურებდა, ხოლო ნატოს გაყოფდა.

„სანაცვლოდ, მან მხოლოდ გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ნატო კი უფრო ძლიერი, უფრო უნარიანი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე“,- დასძინა ბლინკენმა.