პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს – რიში ნიკა გვარამიას დაკავებაზე

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს ტვიტერის ქსელში ეხმიანება.

,,ნიკა გვარამიას, ქართული მედიასაშუალების – მთავარი არხის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა აუცილებელია დემოკრატიისთვის”,-წერს ჯიმ რიში.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ,,მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.