,,მოსამართლეების ბულინგს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს” – კობახიძე ნიკა გვარამიას საქმეზე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრობა”, მისი სატელიტი პარტიები, კუთვნილი მედიასაშუალებების, NGO-ები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ.

მისივე აზრით, ამის მიზეზი სამომავლოდ პოლიტიკური წარმატების თუნდაც თეორიული შანსის შესაძლებლობაა.

კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ენმ, მისი სატელიტები, უცხოელი ლობისტები, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არაამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ ,,ახალ ისტერიულ კამპანიას” იმისთვის, რომ ,,რუსთავი 2-ის” კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს.

,,ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი.

ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების ბულინგს მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია, შესაბამისად, ამ ბულინგს, სათანადო პასუხი უნდა გაეცეს”, -განაცხადა კობახიძემ.