,,ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რათა დავამტკიცოთ, რომ კინო არ არის მდუმარე” – ზელენსკიმ კანის კინოფესტივალის მონაწილეებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ კანის კინოფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას ჩარლი ჩაპლინის ფილმი „დიდი დიქტატორი“ ახსენა და კინორეჟისორებს მოუწოდა, ომის დროს უქმად არ იდგნენ.

„დროთა განმავლობაში სიძულვილი გაივლის და დიქტატურა მოკვდება, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეოჩართვისას. მისივე თქმით, საჭიროა ახალი ჩაპლინი, რომ დაამტკიცონ, კინო არ არის მდუმარე.

„ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რომ დღეს დავამტკიცოთ, კინო არ არის მდუმარე. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას კანის კინოფესტივალზე ოვაციები მოჰყვა.