კანადამ პუტინსა და მის თანამოაზრეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

კანადამ გაამკაცრა სანქციები რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის წინააღმდეგ, რომლებიც ფინანსური შეზღუდვების ქვეშ მოექცნენ. ახლა დაახლოებით ათასი ადამიანი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებს. ამის შესახებ კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა მარკ მენდიცინომ Twitter-ზე განაცხადა.

„პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას და ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას დავაყენებთ მის დანაშაულებზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლახან გამოვაცხადეთ, რომ ავუკრძალავთ დაახლოებით 1000 რუსს – მათ შორის პუტინსა და მის თანამზრახველებს – კანადაში შესვლას“, – წერს მენდიცინო.