ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები წარადგინეს

ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს, – ამის შესახებ სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

,,თბილად მივესალმები ფინეთისა და შვედეთის თხოვნას ნატოში გაწევრიანების შესახებ. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და ნატოში თქვენი გაწევრიანება გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. განაცხადები, რომლებიც დღეს გააკეთეთ, ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ნატო-სკენ თქვენს გზებთან დაკავშირებით. ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები გასათვალისწინებელია და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და მივაღწიოთ სწრაფ დასკვნებს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.