,,საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ, ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ პარტნიორობა და ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერ” – ნედ პრაისი

აშშ გააგრძელებს ქართველ ხალხთან პარტნიორობას დემოკრატიულ, წარმატებულ, მშვიდობიან და ევროატლანტიკურ მომავალზე ორიენტირებულ მისწრაფებებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს მტკიცედ დგომას დამოუკიდებელი მედიის გვერდით, იქნება ეს საქართველოში თუ სხვაგან.

პრაისმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მისწრაფებების რეალიზებას სჭირდება დრო, შრომა და მოთმინება.

„ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად განვიხილავთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს კარგი შესაძლებლობები აქვს, წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველო, განახორციელოს გარკვეული გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში ვერ ახდება. მათ რეალიზებას შესაძლოა, წლები დასჭირდეს. ამას მძიმე შრომა სჭირდება. ამას მოთმინება სჭირდება. განხორციელებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ საქართველოსთან პარტნიორობა და ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერა რესურსებით, პირდაპირი მხარდაჭერით ბევრ შემთხვევაში და ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან“, – აღნიშნა ნედ პრაის