28 300 ჯარისკაცი, 1 251 ტანკი, 202 თვითმფრინავი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი 18 მაისის მონაცემებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 28 300;
  • ტანკი – 1 251;
  • ჯავშანტექნიკა – 3 043;
  • საარტილერიო სისტემა – 586;
  • სარაკეტო სისტემა – 199;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 91;
  • თვითმფრინავები – 202;
  • ვერტმფრენი – 167;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 137;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 441;
  • გემი/ნავი/კატარღა – 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა – 43;
  • ​საკრუიზო რაკეტები – 102.