,,ასე საჯაროდ, ღიად საუბარი უცხოპლანეტელებზე ოფიციალური სახელმწიფო მაღალჩინოსნებისგან მე არ მახსოვს – ეგღა გვაკლდა” – გიორგი ფხაკაძე

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გამოცემა telegraph-ის სტატიას აზიარებს, სადაც ვკითხულობთ, რომ აშშ-ს კონგრესმა უცხოპლანეტელებზე პირველი საჯარო მოსმენა გამართა.

„ეგ ღა გვაკლდა… მგონია გვამზადებენ…

ასე საჯარიდ, ღიად საუბარი უცხოპლანეტელებზე ოფიციალური სახელმწიფო მაღალჩინოსნებისგან მე არ მახსოვს… თან აღიარეს რომ 400-ზე მეტჯერ „შეუმჩნევიათ“ ტიპები“, – წერს ფხაკაძე „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, 50 წლის განმავლობაში პირველად, გამართა საჯარო მოსმენა აუხსნელი საჰაერო ობიექტების შესახებ.

პენტაგონის დაზვერვის მაღალჩინოსანმა კონგრესში თქვა, რომ აშშ-ის სამხედროებს 11 სავარაუდო შეხვედრა ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან.

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჯარო მოსმენაზე დაზვერვის ხელმძღვანელებმა პირველად ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ჯამში დაფიქსირებულია 400 უცხოპლანეტელი.