„სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება” – დიმიტრი პესკოვი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შესაძლო შეერთების შესახებ არსებულ საკითხს ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი ეხმაურება.

დიმიტრი პესკოვის თქმით,ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება.

„რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერნდუმი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და მისი წინა ხელმძღვანელის განწყობაზე მეტყველებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება”, – აცხადებს პესკოვი.

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ე.წ. კანდიდატმა, 2022 წლის 17 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის შემადგენლობაში, ოკუპირებული ცხინვალის შესვლასთან დაკავშირებით.