აფხაზების მიერ მილოცვაში ჩადებული მონატრება, სითბო და სიყვარული – მარინა ნაჭყებიას უძვირფასესი საჩუქარი

ამბობენ, აფხაზების მხრიდან ყინული დნებაო, სწორედ ამის მაგალითია აფხაზების მიერ მარინა ნაჭყებიასადმი გამოგზავნილი დაბადების დღის მილოცვა. ეს ფაქტი სცდება პირადულ საზღვრებს და უფრო გლობალურ მაშტაბებს იღებს, რადგან სწორედ 4-5 ადამიანი ქმნის ჯგუფს, ჯგუფი სამოქალაქო სექტორს და სახელმწიფოს…

აფხაზებსა და ქართველებს შორის ყინულის გასადნობად კი დიდ როლს სწორედ სამოქალაქო დიპლომატია ასრულებს.

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, შაოსან დედებთან შეხვედრების ინიციატორი და ორგანიზატორი, ქალბატონი მარინა ნაჭყებია არ დავიწყებიათ მის აფხაზ მეგობრებს და დაბადების დღეზე უძვირფასესი საჩუქარი-მოკითხვა, სიყვარული, სითბო გამოუგზავნეს.

მარინა ნაჭყებიან მოლოცვას მადლობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს მოლოცვა დიდი პოლიტიკური საქმეა.

-„მადლობა ჩემ აფხაზ მეგობრებს , რომლებიც ცხოვრობენ სხვადასხვა კუთხეში და თვით სოხუმში ჩემი მილოცვისთვის. მათ მისურვეს კარგად ყოფნა მათთან ერთად. უფალს სთხოვენ დღევანდელ დღეს მომავალ ახალ წლისთვის ვიყოთ ერთად. მადლობა თქვენ, ჩემო აფხაზებო!

 

კომენტარის დატოვება