უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანა გრძელდება

მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მარიუპოლის მიმართულებაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაიწყო უკრაინელი დამცველების რეგისტრაცია, მათ შორის დაჭრილების, რომლებიც ტოვებენ „აზოვსტალის“ ქარხანას.