ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ ამ ფორმით ბრძოლა არ შეიძლება, იმდენჯერ წააგებ და დისკრდიტირდები – ვახტანგ მეგრელიშვილი

ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ ამ ფორმით ბრძოლა არ შეიძლება. იმდენჯერ წააგებ და დისკრდიტირდები, რომ რაღაც მომენტში უნდა მიხვდე, რომ ამ სტილით გაგრძელებას აზრი არ აქვს და სტილი უნდა შეცვალო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური კინკლაობის რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს ქვეყანა.

„როგორც კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ [ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის] შეხვედრა არ შედგებაო, ოპოზიციამ თითქოს, მომენტალურად იცოდა ამ შეხვედრის არშედგომის მიზეზები. მერე შეხვედრა შედგა. ამ პოლიტიკური კინკლაობის რეჟიმიდან უნდა გამოვიდეთ. ეს ცხადყოფს, რომ ჩვენ მართლა რამე პოლიტიკური ცხოვრება და რამე დაპირისპირება კი არ გვაქვს ქვეყანაში, არამედ გვაქვს უშუალოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა, იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ის საქართველოში არსებობს.

ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ ამ ფორმით ბრძოლა არ შეიძლება. იმდენჯერ წააგებ და დისკრდიტირდები, რომ რაღაც მომენტში უნდა მიხვდე, რომ ამ სტილით გაგრძელებას აზრი არ აქვს და სტილი უნდა შეცვალო. ჩვენ წარმოგვიდგენია და უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ მალე ამ აზრამდე მივა ყველა. ვიცი, ჩვენ გარდა სხვებიც, პატარა ოპოზიციური პარტიებიც იგივე აზრზე არიან და მალე ეს აზრი გახდება საზოგადოებაში მეინსტრიმული, რაც პოლიტიკურად დააფიქრებს ორივე მოთამაშეს, რამდენად ღირს ამ თამაშში შორს შეტოპვა, რომელსაც 10 წელია ისინი ერთმანეთთან თამაშობენ“ , – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.