მაგდალენა ანდერსონი – 200-წლიანი სამხედრო მიუმხრობლობის შემდეგ, შვედეთმა ახალ გზა აირჩია, გუშინ ოფიციალურად წარვადგინეთ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი

უკრაინაში დღეს არსებული ვითარება გვახსენებს ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებს. ბნელ დროში დიდებულია ახლო მეგობრებთან ერთად ყოფნა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერმა, მაგდალენა ანდერსონმა ფინეთის პრეზიდენტ საულ ნიინისტოსა და აშშ-ის პეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„გასული თვეების განმავლობაში ჩვენ საუკეთესოდ ვაჩვენეთ ტრანსატლანტიკური ერთობა და ძალა. ჩვენ ერთად ძალისმიერად ვუპასუხეთ რუსეთის აგრესიას უზრუნველვყავით უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის. პრეზიდენტი ნიინისტო და მე აქ ჩამოვედით ჩვენი ქვეყნებისთვის ისტორიულ მომენტში ჩამოვედით. 200-წლიანი სამხედრო მიუმხრობლობის შემდეგ, შვედეთმა ახალ გზა აირჩია. გუშინ შვედეთმა ფინეთმა ოფიციალურად წარვადგინეთ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი.

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია სუვერენული და დემოკრატიული მეზობლის წინააღმდეგ იყო წყალგამყოფი მომენტი შვედეთისთვის. ჩემი მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ შვედეთის მოსახლეობის უსაფრთხოება უკეთესად იქნება დაცული ნატო-ს ალიანსში. ამას შვედეთის პარლამენტში დიდი მხარდაჭერა აქვს. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით, ნატო-ც უფრო ძლიერი იქნება. ჩვენ ვართ უსაფრთხოების უზრუნველმყოფები თანამედროვე თავდაცვის საშუალებებით. ჩვენ ვართ თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ლიდერები. ჩვენ ახლა ვზრდით თავდაცვის ხარჯებს და შეძლებისდაგვარად სწრაფად მივაღწევთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს. მოუთმენლად ველოდებით სწრაფ რატიფიკაციის პროცესს წევრი ქვეყნებისგან. ახლა დიალოგს ვაწარმოებთ ნატო-ს ყველა წევრთან, მათ შორის თურქეთთან, რომ გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი. შვედეთი მზად არის, იტვირთოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც ნატო-ს მოკავშირემ“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.