სვიატოსლავ პალამარი – 85-ე დღეა ომის, მე და მეთაურობა „აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, ოპერაცია გრძელდება, რომლის დეტალებსაც არ გავამხელ

მე და ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ვრჩებით, – ამის შესახებ განცხადება ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა მისი ტყვედ ჩაბარების შესახებ.

„ოპერაცია გრძელდება, რომლის დეტალებსაც არ გავამხელ. 85-ე დღეა ომის, მე და მეთაურობა „აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, მადლობა მთელ მსოფლიოს. მადლობა უკრაინას. მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“, – განაცხადა პალამარმა.

შეგახსენებთ, რომ ქარხანა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია სამი დღეა, გრძელდება.