უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინის ქალაქ იზიუმთან დაღუპული ქართველი გმირი, რატი შურღაია გამთენიისას სამშობლოში ჩამოასვენეს.

მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.

სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება, ხვალ კი სახლში გადაასვენებენ და სამშაბათს დაკრძალავენ.

რატი შურღაიას რუსულ არმიასთან ბრძოლის დროს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო ორჯერ განუვითარდა კანტუზია. უკრაინაში ქართველი მებრძოლების ნაწილის ინფორმაციით, შურღაიამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ დაასრულა და კვლავ გააგრძელა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.

შეგახსენებთ, უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 10-ზე მეტი ქართველი დაიღუპა.