ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, გაჩენილი ხანძარის შედეგად 2 ადამიანი დაიწვა

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით,, შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას, უკვე ორი ცხედარი დახვდა. ამასთან, მომხადრის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ადგილობრივების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.