ვის შეუძლია მათი სერიოზულად აღქმა? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება – კრამონი კობახიძეზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას „ტვიტერში“ ეხმიანება და წერს, რომ „ძალიან სამწუხაროა ამის ყურება”.

„ვის შეუძლია ამ ბიჭების სერიოზულად მიღება? ძალიან სამწუხაროა ამის ყურება,“- წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონზე „საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება“ და ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს.

„სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბენენ აქ „ნაცმოძრაობა“, იქ ფოკრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი. ზუსტად ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, რადგან ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა. როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო და ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი – ისინი არიან კრიმინალების, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები. „ნაცმოძრაობა“ რა დანაშაულს ჩადიოდა 2012 წელს არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან არ იცოდა იგივე რიშმა და ა.შ. ყველამ იცოდა.

ვიოლა ფონ კრამონი სამართლინად რომ აფასებდეს „ნაციონალური მოძრაობა“ რა არის, მათ შორის დღესაც და გუშინ რა იყო, რომ ჰქონოდა მაშინაც და დღესაც სამართლიანი შეფასება, გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ის კაცი და ახლა „რუსთავი 2“ გაძარცვა. ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ არის კრიმინალების მფარველი“, – განაცხადა კობახიძემ.