ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსს ჩაით და მარილიანი წყლით ებრძვის

ჩრდილოეთ კორეა არავაქცინირებულ მოსახლეობაში​ Covid-ის გავრცელებას, ეფექტურ ანტივირუსულ პრეპარატებთან წვდომის გარეშე ებრძვის. 2020 წლის დასაწყისში, პანდემიისგან თავის დასაცავად, ქვეყანამ საზღვრები დალუქა. ჩრ. კორეის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უარყოფს გარე სამედიცინო დახმარებას.

სახელმწიფო მედია რეკომენდაციას უწევს ტრადიციულ მკურნალობას, რათა გაუმკლავდეს იმას, რასაც “ცხელებას” უწოდებენ.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის, მმართველი პარტიის გაზეთი “Rodong Simnun” რეკომენდაციას უწევდა სამკურნალო საშუალებებს, მათ შორის ჯანჯაფილის ან ცხრატყავას ჩაის და ტირიფის ფოთლის სასმელს.

ახლახან სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც რეკომენდაციას დილა-საღამოს მარილიანი წყლის გამოვლებას უწევდა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ფხენიანში, ანტისეპტიკური ხსნარის მოსამზადებლად, ათასი ტონა მარილი გაიგზავნა.

სახელმწიფო ტელევიზიამ პაციენტებს ურჩია გამოიყენონ ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი, ასევე ამოქსიცილინი და სხვა ანტიბიოტიკები.

ჩრდილოეთ კორეამ, გასულ წელს, სამი მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინის მიღებაზე უარი თქვა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password