,,არ უნდა იქნეს განხილული როგორც დასავლეთზე მიზანმიმართული შეტევა, ყველას აქვს უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს” – სერგეენკო კობახიძეზე

,,არ უნდა იქნეს განხილული როგორც დასავლეთზე მიზანმიმართული შეტევა, ყველას აქვს უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს” – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით სერგეენკომ აღნიშნა.

,,თუკი გამოითქმევა კრიტიკა რომელიმე პოლიტიკოსზე თუნდაც ის დასავლეთის ინსტიტუციის წარმომადგენელი იყოს, ეს არ უნდა იქნეს განხილული როგორც დასავლეთზე მიზანმიმართული შეტევა, ყველას აქვს უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს და ეს პოზიცია არ უნდა იქნეს განზოგადოებული როგორც ქვეყნის პოლიტიკურ სწრაფვაზე რაღაცა საფრთხის შექმნა”, – ამბობს სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონი   “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ კრიმინალების მფარველად მოიხსენია.