,,კენჭებს ესვრიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს – ეს ირიბად რუსეთისთვის კოჭის გაგორებაცაა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, რომან გოცირიძის თქმით, მმართველი გუნდი რუსეთს კოჭს უგორებს და ივანიშვილის მავნებლურ პოლიტიკას აწარმოებს.

,,ებრძვიან დასავლეთს, ქვებს, კენჭებს ისვრიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მისამართით. რა თქმა უნდა, ეს ირიბად რუსეთისადმი კოჭის გაგორებაცაა და მავნებლობის პოლიტიკა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს. ეს ყველაფერი ემსახურება ბიძინა ივანიშვილის პირადი ძალაუფლებისა და მისი ფინანსების, ქონების შენარჩუნების მიზანს,” – ამბობს რომან გოცირიძე

შეგახსენებთ, რომ ვიოლა ფონ კრამონი   “ქართული ოცნების” თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ კრიმინალების მფარველად მოიხსენია.