,,დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით” – იაგო ხვიჩია

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად აზიანებს კრიტიკის საპასუხოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებები ევროპელი პარტნიორების მისამართით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ხვიჩია აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ახლა ყველაზე მეტად ის აზიანებს, რომ ქვეყანას „ქართული ოცნება” მართავს.

„დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით.

ზოგადად ქვეყანას რომ მართავს “ქართული ოცნება”, ეს ყველაზე მეტად აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს, მით უმეტეს, ასეთ მძიმე დროს სამყაროში, როცა გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გვაქვს და ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ,”- განაცხადა ხვიჩიამ.