„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება“ – სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა თითქმის დაასრულეს ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლების ოპერაცია. ამავდროულად, მისი თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ დონბასზე კონტროლის სავარაუდო გაფართოებას.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფები ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების სახალხო მილიციის ნაწილებთან ერთად, განაგრძობენ კონტროლის გაფართოებას დონბასის ტერიტორიებზე. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება“, – განაცხადა შოიგუმ.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქებიდან და დაბებიდან არ უშვებენ და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ.