,,უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება” – მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი “მთავართან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ სინოდი დიდი ხანია არ შეკრებილა და არ ფლობს ინფორმაციას, მღვდელმთავრების მოსაზრებებზე.

“წმინდა სინოდის კრება დიდი ხანია არ ყოფილა, ამიტომ ერთიან აზრს ვერ გეტყვით და რაც შეეხება მღვდელმთავრებს, ყველას თავისი აზრი აქვს. ალბათ მაინც ის სწორია, რომ ექსპერტიზა დაინიშნოს, იმათმა უნდა თქვან. მე წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე და რა ტიპის მკურნალობა სჭირდება. მე უბრალოდ თვალით ვხედავ, როგორ სჭირდება მას დახმარება”, – მეუფე ნიკოლოზი