,,ზარქუამ რომ დაამთავრა განცხადება, ალბათ მერე ვაზელინიანი ხელი გადაისვა თავზე” – ლევან ხაბეიშვილი

,,ზარქუამ რომ დაამთავრა განცხადება, ალბათ მერე ვაზელინიანი ხელი გადაისვა თავზე” – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

,,ბორინკა ივანიშვილს აუცილებლად უნდა დაედოს სანქციები. გარდა იმისა, რომ ვიცით, ის არის რუსი ოლიგარქი, ასევე ვიცით, რომ ომის პირობებში მას ე.წ. Love Story აქვს რუს ოლიგარქებთან, რომლებიც აფინანსებენ უკრაინაში გენოციდს, ბავშვების მკვლელობას… ქართული ოცნების კაცის კაცები, რომლებიც აკეთებენ გარკვეულ განცხადებებს, იგივე ზარქუას განცხადება მოვისმინე და ალბათ, რომ დაამთავრა განცხადება, მერე ვაზელინიანი ხელი გადაისვა თავზე. ასეთი დამოკიდებულება აქვთ მათ, არ სახელმწიფო აინტერესებთ, არც სახელმწიფოს ინტერესები, არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილს და მის მილიარდებს რაიმე საფრთხე არ დაემუქროს. ამიტომ, ამისთვის მზად არიან, გააკეთონ ასეთი უცნაური, სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადებები.” – აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, დღეს მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით პოდოლიაკი (უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი) არის “ჭე” კლასის რიგითი ჭანჭიკი უკრაინის მთავრობაში.