ბორჯომში, მწვანე მონასტერთან ბოლო ზარზე მომხადრ ავარიას 17 წლის ლუკა ლეკიაშვილი ემსხვერპლა

ბორჯომში, მწვანე მონასტერთან ბოლო ზარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ლუკა ლეკიაშვილი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, დაღუპული ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

როგორც “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში თვითმხილველები ყვებიან, საპირისპიროდ მიმავალი ორი ავტომობილიდან ერთ–ერთმა, საავარიო ვითარების თავიდან ასაცილებლად გვერდით გადაუხვია, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანაში ოთხი ახალგაზრდა იჯდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.