ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ისრაელში, მაიმუნის ჩუტყვავილას პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვირუსი 30 წელს გადაცილებულ მამაკაცს გამოუვლინდა, რომელიც დასავლეთ ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. მისი მდგომარეობა მსუბუქია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნების გარეთ ვირუსული ინფექციის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც მჭიდრო კონტაქტის შედეგად ვრცელდება და ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა.

მაიმუნის ჩუტყვავილას უახლესი ახალი შემთხვევები საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა, რასაც წინ უძღოდა აშშ-ში, ესპანეთსა და პორტუგალიაში შემთხვევების დადასტურება, ასევე კანადაში 13 საეჭვო შემთხვევის გამოკვლევა.