საქართველოში რამდენიმესაათიანი შუალედით 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში რამდენიმესაათიანი შუალედით 2 მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 06:12 საათზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ქალქ ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ანდეზიტში. ბიძგების სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

08:42 საათზე 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ლენინოვკაში.

ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.