რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი, რუსული კომპანია „გაზპრომი“ რუბლებში გადაუხდელობის გამო ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას ადასტურებს. ინფორმაციას რუსული მედია კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გაზპრომმა“ რუბლებში გადაუხდელობის გამო მთლიანად შეაჩერა ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება. 20 მაისის სამუშაო დღის ბოლოს, გაზპრომ ექსპორტს არ მიუღია აპრილის გაზის მიწოდების საფასური „გასუმიდან“. 2021 წელს „გაზპრომ ექსპორტმა“ „გასუმს“ 1,49 მილიარდი კუბური კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. 1-ლი აპრილიდან მიწოდებულ გაზზე გადასახადების გადახდა რუბლებში უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.