უკრაინას ტერიტორიის განსანაღმად, 5-7 წელი დასჭირდება – შს მინისტრის მოადგილე

ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, უკრაინას 5-7 წელი სჭირდება ნაღმებისგან მთელი ტერიტორიის განსაწმენდად – ამის შესახებ ტელემარტონზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერი აკობიანმა განაცხადა.

“ამჟამად ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 300 000 კვადრატული კილომეტრია “დაბინძურებული”. ეს ათჯერ მეტია, ვიდრე საერთაშორისო გამოცდილება. იქიდან გამომდინარე, რომ აქტიური საომარი მოქმედებების ერთი დღე უდრის განაღმვის 30 დღეს, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით გვჭირდება 5. – სრული განაღმვისთვის 7 წელი”, – თქვა მერი აკობიანმა.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, განეიტრალდა თითქმის 114 000 ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის დაახლოებით 2 000 საავიაციო ბომბი.