,,ვატიკანი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს” – ვატიკანის წარმომადგენელი, პოლ რიჩარდ გალაგერმა.

ვატიკანი მზად არის, უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებებში დაეხმაროს, თუკი ორივე მხრიდან იქნება მოწვევა – ამის შესახებ ვატიკანის წარმომადგენელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ვატიკანი მზადაა, ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შეუწყოს მოლაპარაკებების პროცესს.

“ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუკი წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევებს, რათა ნებისმიერი შესაძლო საშუალებით ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით ამ პროცესისთვის დახმარებას”, – თქვა წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერმა.

დმიტრო კულება კი რომის პაპს მოუწოდებს, ჩავიდეს უკრაინაში, სადაც მილიონობით უკრაინელი ელოდება.