თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა

თბილისში, მამაკაცმა მეუღლეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაშინ მოხდა, როცა ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. არსებული ცნობით, მეუღლეებს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.