განადგურებულია 29200 რუსი სამხედრო – ოკუპანტების დანაკარგები უკრაინაში

23 მაისის მდგომარეობით, რუსეთის ჯამურმა დანაკარგებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მაქსიმუმს მიაღწია, საერთო ჯამში განადგურებულია 29 200 რუსი სამხედრო. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

  • 1293 – ტანკი
  • 3166 – ჯავშანტექნიკა
  • 604 – საარტილერიო სისტემები
  • 93 – საჰაერო თავდაცვის საშუალებები
  • 204 – თვითმფრინავი
  • 170 – ვერტმფრენები
  • უპილოტო საფრენი აპარატი – 476
  • სატვირთო მანქანები – 2206
  • სპეცტექნიკა – 43
  • ფრთოსანი რაკეტა – 13

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში იმდენივე ჯარისკაცი დაკარგა, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთში 9 წლის განმავლობაში.