„არ მგონია, რომ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით უნდა ვიცხოვროთ” – წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის განცხადებებზე კომენტარების გაკეთება როგორც თავად, ასევე სხვებმაც უნდა შეწყვიტონ. ამის შესახებ წულუკიანმა  „იმედის” ეთერში ისაუბრა.

„დაახლოებით იმას ჰგავს, რომ სალომე სამადაშვილი დილას-შუადღეს-საღამოს გერმანულ და ფრანგულ არხებზე გამოდიოდეს და გერმანელ და ფრანგ ერებს ასწავლიდეს როგორ იცხოვრონ. წარმოიდგინეთ, რამდენად არასერიოზულად გამოჩნდებიან ფრანგები და გერმანელები, ყოველდღე რომ კომენტარები აკეთონ იმაზე, სალომემ ასე თქვა, სალომემ ისე თქვა. ეს ხარხარის დონის ანეკდოტია.

ჩვენ საქართველოში ასე ვიქცევით და ალბათ დროა, რომ ასეთი ქცევა ყველამ, ჩემით დაწყებული სხვით გაგრძელებული, შევწყვიტოთ, იმიტომ, რომ გერმანელები სალომე სამადაშვილის რეცეპტებით არ ცხოვრობენ და მეც არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ვინმე ვიოლას ან იან კელის რეცეპტებით”, – განაცხადა წულუკიანმა.

მანამდე წულუკიანმა განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობენ, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“.