,,შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ დრაივი არ გვაქვს – არ ვიცი რას გულისხმობს ზურაბ ჯაფარიძე” – პაატა მანჯგალაძე

რა ვიცი, რას გულისხმობს ჯაფარიძე, შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ აქ, არ ნიშნავს, რომ დრაივი არ გვაქვს, მატყობთ, რომ რამე დრაივი არ მქონდეს? , – ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს, სხედან პარლამენტში და კარგად არიან“.

პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერები, რომლებმაც პარლამენტი დატოვეს, ქუჩაში ვერ აკეთებენ იმაზე მეტს, რა პროცესიც საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ ყველა ოპოზიციური ლიდერის პირად პატივისცემას, მაგრამ არ ვეთანხმები ბევრ საკითხში, მათ შორის, ვსვამ კითხვას – ის ხალხი, ვინც გავიდა პარლამენტიდან, რას აკეთებს იმაზე მეტს გარეთ, ქუჩაში, ვიდრე ის პროცესი, რაც დაწყებულია პარლამენტში კომისიებთან დაკავშირებით, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ის პროცესი, რომელიც არის საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიღება. მახსოვს, იყვნენ დეპუტატები 2016 წელს, რომლებიც ამბობდნენ, რომ 2020 წელს რა მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო ცვლილებას, ვიქნებით და მერე შევცვლით კონსტიტუციას, ისე მოვიდა 2020 წელი, ვერ შევცვალეთ კონსტიტუცია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის და თუ დავინახავ, ამაზე დიდი საქმე კეთდება ქუჩაში, აუცილებლად გამოვალ პარლამენტიდან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password