,,ღარიბაშვილს კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციამ, რომ განაცხადი შეეტანა – ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებული განაცხადი გაეკეთებინათ” – რომან გოცირიძე

თავიანთი წარუმატებლობის სხვებზე გადაბრალება ნაცნობი პოლიტიკაა, ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადი შეეტანა?- კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებული, ფაქტობრივად მეორე დღესვე გაეკეთებინათ განცხადი,- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების” თაცმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის დადანაშაულებით თავის დაზღვევას ცდილობს.

,,ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადის შეტანა? კინწისკვრით აიძულა ხალხმა, ვის უმართავდა ხალხი აქციებს კანცელარიასთან? ამ პარლამენტში რეზოლიცია ვინ შემოიტანა? ოპოზიციამ შემოიტანა რეზოლუცია, ვაიძულეთ დათანხმებოდნენ ჩვენს ინიციატივას და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებული ფაქტობრივად მეორე დღესვე გაეკეთებინათ განცხადი მაშინ, როცა მათი პარტიის თავმჯდომარე წინა დღეს ამბობდა, რომ უკრაინაში განსხვავებული მდგომარეობაა და საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადსო. ასე რომ, მათი განცხადებები თავის დაზღვევისთვის კეთდება, კარგად იციან, საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჩამორჩება უკრაინასაც და მოლდოვასაც, მოლდოვა ჩვენზე წინაა, რადგან გააძევა თავის ოლიგარქი პლახატნიუკი, ქვეყანა ვითარდება დემოკრატიულად, ჩვენი ოლიგარქი კი კულისებიდან მართავს ქვეყანას და რუსი ოლიგარქის ინტერესებს არის დამორჩილებული ხელისუფლების ყველა შტო. დღეს არ არსებობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არ იბრძვის საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წევრობისთვის, ვიცით, რომ ეს არ არის ხანმოკლე პროცესი და ეს ჩვენი გასაკეთებელი იქნება, მოვა კოალიციური ძალა, რომელიც განახორციელებს ყველა რეფორმას. თუ ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები ან საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის და უზრუპირებულია ერთი ადამიანის მიერ, ეს არის ფაქტი. მათ სურთ ოპოზიციამ ფაქტებზეც არ ისაუბროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას რაიმე ფორმით ევროკავშირში დაჩარებული გაწევრიანების ხელშეშლა უნდა, დასასჯელია მთავრობა და არა ხალხი, ეს არის ჩვენი პრინციპი,”- განაცხადა გოცირიძემ.