ამბროლაურში საქართველოს თასი გაიმართა კუდოში

ამბროლაურში, კომპლექსურ სასპორტო სკოლაში საქართველოს თასი გაიმართა კუდოში. ტურნირი საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე კუდოისტმა მიიღო. საქართველოს თასი სხვადასხვა ასაკსა და 13 კატეგორიაში გაიმართა, სადაც როგორც ბიჭები, ასევე გოგოები ასპარეზებდნენ. გამარჯვებულებს, თასები, მედლები და სხვა პრიზები გადაეცათ.

ცნობისთვის, კუდო იაპონური საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც კარატის, ძიუდოს, კრივისა და ჭიდაობის ელემენტებს აერთიანებს.