,,იმდენი ენერგია და ფული დახარჯეს… მაგრამ დილით ვიღვიძებ და ვიღვიძებ” – ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში, გეგმა B-ზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი მკვლელობის შემთხვევაში გეგმა B-ზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არის საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა და უკრაინის ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა ვარიანტები ქვეყნის ხელმძღვანელობიდან მისი შესაძლო მკვლელობის შემთხვევაში.

„ჩვენ, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, მომზადებული და გაყოფილი ვართ. გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ გვესმოდა, რომ ზარალი რომ ყოფილიყო, ამ პროცესისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით, რომ ქვეყანა დაცული ყოფილიყო თუნდაც ასეთი შედეგებისგან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, იხუმრა რუსეთის მხრიდან მისი მკვლელობის დაკვეთის შესახებ.

„იმდენი ძალისხმევა დახარჯა ხალხმა, ენერგია და ფული… მე მზად ვარ დავეხმარო მათ… მაგრამ დილით ვიღვიძებ და ვიღვიძებ“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი მკვლელობის საფრთხე ყოველდღიურად არსებობს და ეს საკითხი მტრისთვის დღის წესრიგში დგას.