პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

თურნავას კანდიდატურის წარდგენა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ნათია თურნავა 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.