,,პრემიერი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს ​პანელურ დისკუსიაში აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემების, ევროპულ ინტეგრაციისა და პერსპექტივების შესახებ” – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს ​პანელურ დისკუსიაში. საკითხი ეხება აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემებს, ასევე ევროპულ ინტეგრაციას და იმ პერსპექტივებს, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ამ პროცესში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავოსში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებთან ღიად ისაუბრებს საქართველოს მოლოდინებსა და პერსპექტივებზე ევროპულ ოჯახში.

„პანელის მონაწილეები არიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიდერები, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, ღიად ისაუბროს საქართველოს მოლოდინებსა და საქართველოს პერსპექტივებზე ევროპულ ოჯახში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.