,,ვცდილობ ჩემი შვილი გადავარჩინო, ვაღებ ყველა კარებს, რომელიც იღება” – ალასანია ევროკავშირის ელჩის მოადგილეს შეხვდა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მოადგილეს შეხვდა. ექსპრეზიდენტის დედამ ჰარცელის მოადგილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

გიული ალასანია აცხადებს, რომ ის საკუთარი შვილის გადასარჩენად იბრძვის.

„ვცდილობ, როგორმე გადავარჩინო ჩემი შვილი და ამ მიზნით დავდივარ ყველგან, ვაღებ ყველა კარებს, რომელიც იღება. ყველა შეხვედრიდან ყოველთვის კმაყოფილი გამოვდივარ. ამ ადამიანებმა საკმაოდ კარგად იციან რაც ხდება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვაცნობებთ დამატებით ინფორმაციას. სულ ვარ მოლოდინში, ვნახოთ, რა შედეგებს გამოიღებს ეს ყველაფერი“, – აღნიშნავს გიული ალასანია.