,,რუსული აგრესიის დამშვიდება შეუძლებელია” – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსული აგრესიის შეჩერება აუცილებელია, ამის შესახებ ლიზ ტრასის, ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე, გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

“რუსული აგრესიის დამშვიდება შეუძლებელია, მას ძალით უნდა შეხვდე. ჩვენ, უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად მტკიცე უნდა ვიყოთ, სამხედრო დახმარებითა და სანქციებით. ახლა ჩვენ, გაზის სატერფულიდან ფეხის აღებას ვეღარ მოვახდენთ”, – განაცხადა ტრასმა.