მარნეულში მანქანა ჯერ მცირეწლოვან ბავშვს, შემდეგ ღობეს დაეჯახა – დაიღუპა 2 ადამიანი

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ არასრულწლოვანს, შემდეგ კი ღობეს დაეჯახა

ბავშვი და ავტომანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.