,,მიიღეთ გულითადი მოლოცვა თქვენი მფარველი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით” – ილია II რუსეთის პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს

2022 წლის 24 მაისს რუსეთის საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის წერილი, რომელშიც ის რუსეთის პატრიარქს ანგელოზის დღეს ულოცავს და ჯანმრთელობას უსურვებს.

,,მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქს კირილეს

თქვენო უწმინდესობავ!

მიიღეთ გულითადი მოლოცვა თქვენი მფარველი წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით.

წმინდა მოციქულთა სწორთა კირილესა და მეთოდეს ლოცვებით ღმერთმა მოგმადლოთ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენს პირველმღვდელთმთავრულ მსახურებაში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II” – ნათქვამია წერილში,